ინტერნეტგვერდი www.gvarebi.ge საგანგებოდ შეიქმნა გვარებისათვის.
ყველა გვარს შესაძლებლობა ეძლევა, განათავსოს საგვარეულო ისტორია ამ გვერდზე. მსურველი გვარი მიიღებს საკუთარ ადგილს, რათა ხელმისაწვდომი გახადოს გვარის ისტორია ნებისმიერი მსურველისათვის.
გარდა გვარის ისტორიისა, გვერდზე განთავსდება გვარის ოფიციალური ინტერნეტგვერდის ან ფეისბუქგვერდის ბმული.
სრული სამეცნიერო კვლევის ჩატარებამდე, გვარის "ანოტაციის", იგივე "მოკლე ისტორიის" შედგენისას სასურველია აღინიშნოს შემდეგი ცნობები:
შენიშვნა: ამ მონაცემების ჩაწერისას აუცილებლად მივუთითოთ წყარო. მაგალითად, თუ მონაცემი ეფუძნება გვარში არსებულ ზეპირ გადმოცემებს, მაშინ დავწეროთ, რომ "ზეპირი გადმოცემის თანახმად..." ან "...ამა და ამ მოგვარის გადმოცემის თანახმად...", ხოლო - თუ სამეცნიერო შრომას, ან ისტორიულ საბუთს, მაშინ ზუსტად მივუთითოთ შრომის ავტორი და გამოცემის თარიღი, ან ისტორიული საბუთი და შენახვის ადგილი.
გვარის ისტორია word-ში და საგვარეულოს ოფიციალური ვებგვერდის ან ფეისბუქგვერდის ბმული გამოგვიგზავნეთ ელფოსტაზე: gvarebi@gmail.com
პატივისცემით, გვერდის ადმინისტრაცია.