პატრიარქის ლოცვა-კურთხევით საგანგებოდ გვართათვის დაწესებული ლიტურგია აღევლინება

ძვირფასო გვარიშვილებო,
 კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევით სამების საკათედრო ტაძრის ქვედა სართულზე - ხარების სახელობის ეკლესიაში, სხვადასხვა პერიოდულობით ტარდება წირვა საგვარეულოთა დასწრებით.
 წირვაზე გვარიშვილებს საშუალება აქვთ, გაესაუბრონ მღვდელმსახურს, ჩააბარონ აღსარება, დააზუსტონ და შეათანხმონ სხვადასხვა საკითხი.
 წირვის დასრულების შემდეგ საკათედრო ტაძრის ახალგაზრდული ცენტრის საკონფერენციო დარბაზში იმართება საუბარი მღვდელმსახურთან გვართა დალოცვის შესახებ.
 გარდა ამისა, წინასწარი შეთანხმებით, გვარებს საშუალება ეძლევათ, წირვის შემდეგ ისარგებლონ საკონფერენციო დარბაზით, ან საკათედრო ტაძრის სხვა სივრცეებით, რათა გამართონ მსჯელობა საგვარეულოს საჭიროებების შესახებ.
 
 
პატივისცემით, GVAREBI.GE-ს ადმინისტრაცია.
 
 
 
our image