მოგმართავთ, გვარიშვილებო!

ძვირფასო გვარიშვილებო!
პირველ რიგში 17 მაისს, ვინც მოახერხეთ და მონაწილეობა მიიღეთ ოჯახის სიწმინდის დღის მსვლელობაში, გლოცავთ! და გისურვებთ სულიერ სიმტკიცეს!
ეკლესიამ ამ დღეს აჩვენა, რომ ყველა ცილისწამება ეკლესიის წინააღმდეგ ამაოა და ყველაზე კაცთმოყვარე და შემწყნარებელი ადამიანები ოჯახის სიმტკიცეს უფრთხილდებიან.
 ძალა ერთობაშია!
შეგახსენებთ, რომ ერთად დგომის იმედით საპატრიარქო მუშაობს რამდენიმე, ჩვენი შვილებისათვის უმნიშვნელოვანესი მიმართულებით და ჩართულია სახემწიფო კომისიებში:
  •  სკოლაში რელიგიების ისტორ. შეტანა ,
  •  აზარტული თამაშების რეგულაცია,
  •  ნარკოპოლიტიკის განსაზღვრა,
  •  აბორტების აკრძალვა,
  •  არასრულწლოვანთა დანაშაულებები,
  •  საშიში ინტერნეტთამაშების აკრძალვა.
ეს საკითხები ბოლომდეა მისაყვანი და კიდევ ბევრი სხვა გვაქვს ხელშესავლები. აქ თქვენი გვერდით დგომა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.
 იწყება საგვარეულოს წარმომადგენელთა მონაცემების ბაზის განახლება და საერთო საორგანიზაციო საკითხებისათვის შეკრებები.
1. ვისაც არ მოუწერია, გთხოვთ საკონტაქტო პირის მობილური მოგვწერეთ.
2. ჩემი სახელით დაგიკავშირდებათ დეკ. გიორგი ყიფშიძე და მიგიწვევთ აღნიშნულ შეხვედრებზე.
3. სასურველია შეხვედრაზე დაესწროს ერთი ან ორი მონდომებული ახალგაზრდაც.
4. გთხოვთ ეს განცხადება გაავრცელეთ მაქსიმალურად.
პატივისცემით - დეკ. ა.ჯაღმაიძე.
our image