არა ნარკოლეგალიზაციას! გამკაცრდეს საიმიგრაციო პოლიტიკა!


ძვირფასო გვარიშვილებო, შეიძლება თქვენ დაგიკავშირდნენ ხელმოწერების შესაგროვებლად ორი სხვადასხვა საინიციტივო ჯგუფის წარმომადგენლები:

I. კობა დავითაშვილი და მისი საინიციატივო ჯგუფი აგროვებს ხელმოწერებს ორ საკითხზე -

1. კონსტიტუციის მე-12-ე მუხლში ჩანაწერის გასაკეთებლად, რომლითაც "ადამიანის თვითგანვითარება" გაიმიჯნება რაიმე სახის ნარკოტიკის მოხმარებისაგან;

2. საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქციების გადატანა უზენაეს სასამართლოს პრეროგატივებში.

 ორივე ინიციატივას იურისტები აფასებენ დადებითად და, თუ 200 000 ხელმოწერა შეგროვდება, შესაძლებელი გახდება იმ მდგომარეობის გამოსწორება, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ მოიტანა. ამიტომ შეიძლება, რომ მათ მივეხმაროთ.

 

200 000 ხელმოწერის შეგროვების ვადა ერთ თვეში იწურება.
ხალხი თუ არ გააქტიურდა, ხელმოწერები ვერ შეგროვდება!

 

მეგობრებო, გთავაზობთ საკონტაქტო პირების ნუსხას რეგიონებში, ვისაც შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საკონსტიტუციო ცვლილებებზე ხელმოწერის შესაგროვებლად:

 

თბილისი სობჩაკის N3 ლევანი ცქიფურიშვილი 595955507

საგარეჯო ალაზნის ქ.N2 სოსლანი გარსევანიშვილი 579333288

დედოფლისწყარო შოთა ჭინჭარაული 593985053

რუსთავი მეგობრობის გამზ.N10 თორნიკე არევაძე 555411544

წალკა მიშა ბერიძე 558718372

ბოლნისი დალი მამულაშვილი 599585171

მცხეთა გალინა აღსაბაძე 599393525

კასპი ილია კიტრიაშვილი 595305206

ხაშური დავით ბანცაძე 577044241

ბორჯომი ტატა მარტინენკო 599121141

ახალციხე საშა ლეკიშვილი 591116895

ქუთაისი თამარ მეფის N95 მაკუნა ქავთარაძე  591445267

ხარაგაული თეიმურაზ ფცქიალაძე 593974620

ბათუმი ერას მოედანი ხათუნა ცეცხლაძე 591987181

ოზურგეთი შოთა გოგიბერიძე 592891981

ჩოხატაური მაია კუტუბიძე 551092112

ტყიბული ზვიად ობოლაძე 595907746

სამტრედია კამო კანდელაკი 551980263

ზუგდიდი ნინო კვარაცხელია 558115354

გორი ოთარ ხარატიშვილი გურამიშვილის 100, ტელ. 599 85 17 58

ფოთი ინგა ბერაია 551592452.

ახმეტა ეთერი აბაშიძე ტელ. 599800160 ან 597 151475

 როგორ უნდა შვეაგროვოთ ხელმოწერები:
თქვენ გჭირდებათ ხელმოწერის ბლანკების მინიმუმ ორი ეგზემპლარი და ორივე კანონპროექტი, რათა ვინც დაგთანხმდებათ ხელმოწერაზე, აჩვენოთ კონკრეტულად რაზე არიან თანახმანი. კანონპროექტი არის ორი, 1) ცვლილება პიროვნული განვითარების საკონსტიტუციო მუხლში, რითიც გავაუქმებთ ნარკოლეგალიზაციას 2) საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქციების გადაცემა საერთო სასამართლოებისთვის. 
როდესაც ხელმომწერ პირს გააცნობთ ორივე კანონპროექტს, მან ხელი უნდა მოგიწეროთ ორ სხვადასხვა ბლანკზე - ერთი ცვლილება პიროვნული განვითარეის მუხლში, მეორე -საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმება.
საჭირო დოკუმენტაციის გადმოწერა და ამობეჭდვა შეგიძლიათ ამ ბმულიდან: https://drive.google.com/open… 
ან მობრძანდით ჩვენს ოფისში, საჭირო დოკუმენტებისა და კონსულტაციის მისაღებად : ქ.თბილისი, ჯანსუღ კახიძის (ყოფილი კრილოვის) 8. ყოველ დღე 2 დან 7 საათამდე.
დეტალური ინფორმაცია პრობლემაზე და მისი გადაჭრის გზებზე იხილეთ ამ ბმულზე: https://bit.ly/2Nv9KE9 
შეავსეთ ბლანკის ყველა გრაფა, მიუთითეთ რეალური მონაცემები. ჩვენ არ ვაყალბებთ ხელმოწერებს.
ხელმომწერი პირი უნდა იყოს ქმედუნარიანი, სრულწლოვანი, საქართველოს მოქალაქე.
ხელმოწერების შეგროვება დაუშვებელია ელექტრონულად. დაუშვებელია ხელმოწერის ბლანკებში რაიმე ცვლილების შეტანა. ხელმოწერა ხდება დოკუმენტის ამობეჭდილ ფიზიკურ ასლზე. 
შეგროვებული ხელმოწერები მოგვაწოდეთ ჩვენს ოფისში: ქ.თბილისი, ჯანსუღ კახიძის (ყოფილი კრილოვის) 8. ყოველ დღე 2 დან 7 საათამდე.

იხილეთ ბნ-ი კობა დავითაშვილის ვიდეომიმართვა: https://www.youtube.com/watch?v=-8ZfQr167vI

პატივისცემით:
ანტინარკოტიკული საკონსტიტუციო ცვლილებების საინიციატივო ჯგუფი

------------------------------------------------------------------------

 

II. ასევე ხელმოწერებს აგროვებს მეორე საინიციატივო ჯგუფი. სოსო მანჯავიძე და ზვიად ტომარაძე არიან ამ ჯგუფში. მათი ინიციატივაა, კანონით აიკრძალოს საქართველოში ბინადრობის უფლების გაყიდვა. აღნიშნულ ჯგუფს ცვლილების ინიცირებისთვის 30 000 ხელმოწერა აქვთ შესაგროვებელი. ეს ცვლილება შეაკავებს საქართველოში აღმოსავლეთ ქვეყნებიდან საცხოვრებლად ჩამოსულთა ნაკადს.

ზემოთხსენებული ინიციატივები ეკლესიისაგან დამოუკიდებლად წარმოიშვა, თუმცა ერთმნიშვნელოვნად დადებითი მოვლენაა.

მივიღოთ მონაწილეობა და ჩვენი ხელმოწერით შევუერთდეთ ამ საქმეს!

our image