ფსალმუნის საგვარეულო ჯგუფი - ჯგუფში ლოცვის წესი და მნიშვნელობა

ძვირფასო გვარიშვილებო, კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით გვარები ქმნიან  ფსალმუნის მლოცველთა ჯგუფებს.

 ზოგადად ფსალმუნის, იგივე "დავითნის" მნიშვნელობა ეკლესიისთვის, ყოველი მორწმუნისათვის, განუზომელია.

 მოვიხმობთ კათოლოკოს-პატრიარქის სიტყვას ფსალმუნის შესახებ:

"ყველას გვესმის, თუ როგორ სჭირდება დღეს საქართველოს ღვთის შემწეობა, მფარველობა და ლოცვა-კურთხევა.

"დავითნი" განსაკუთრებული წიგნია: უპირველეს ყოვლისა, ეს არის უფლის მწყურვალი სულის ძახილი, ღმერთთან ადამიანის დამაკავშირებელი საგალობელი. ერთ-ერთი წმიდა მამა ამბობს, რომ სჯობია მზემ შეწყვიტოს ნათება, ვიდრე შეწყდეს "დავითნის" კითხვა. ჩვენც უნდა ვეცადოთ, ყოველდღე ვიკითხოთ "ფსალმუნნი" და ვილოცოთ ჩვენი ქვეყნისა და ჩენი ოჯახის კეთილდღეობისათვის...

...ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.

ილია II - 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი."

 საეკლესიო ტრადიციის თანახმად, ერთ დღე-ღამეში მთელი "დავითნის" წაკითხვისას ღვთისაგან მლოცველზე გადმოდის დიდი მადლი. ერთი ადამიანისათვის, საოჯახო პირობებში, დღე-ღამის განმავლობაში მთელი "დავითნის" წაკითხვა ძნელია. ამიტომ იქმნება მლოცველთა ჯგუფი, რომელიც მთელ "დავითნს"(150 ფსალმუნს) კითხულობს 24 საათის განმავლობაში.* ჯგუფის წევრები მოიხსენიებენ ერთმანეთს, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს სულიერი გაძლიერებისა და ამაღლებისათვის.

 უნდა აღინიშნოს, რომ ფსალმუნის საგვარეულო ჯგუფში ყოფნა არ გულისხმობს სადმე ერთ ადგილზე შეკრებას. ყოველი მლოცველი თავის კანონს აღასრულებს დღის განმავლობაში მისთვის მოხერხებულ დროს. გამონაკლის შემთხვევებში, თუ მლოცველი ვერ ახერხებს დღის კანონის შესრულებას, იგი ჯგუფის ხელმძღვანელის მიერ ჩანაცვლდება ჯგუფის სხვა წევრით.

 უფრო დაწვრილებით ფსალმუნის საგვარეულო ჯგუფის ორგანიზების შესახებ მღვდელმსახური ან საეკლესიო ყოველდღიურობაში მეტ-ნაკლებად გარკვეული ნებისმიერი გვარიშვილი შეძლებს ცნობების მოწოდებას.

ასევე იხილეთ:

საგვარეულო ჯგუფში ფსალმუნის ლოცვის წესი - ამოსაბეჭდი ფორმა PDF. 

გავავრცელოთ საგვარეულოებში.

 

პატივისცემით, gvarebi.ge-ს ადმინისტრაცია.

our image